ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მიხეილ სარჯველაძე - პრემიერი ასოცირების საკითხებზე კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, გაუგებარია, ასეთ ფონზე რა შეიძლება, იყოს კრიტიკის საგანი ოპოზიციის მხრიდან

ნახვები: 450 მიხეილ სარჯველაძე - პრემიერი ასოცირების საკითხებზე კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, გაუგებარია, ასეთ ფონზე რა შეიძლება, იყოს კრიტიკის საგანი ოპოზიციის მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც სარჯველაძე ამბობს, ვიზიტის მიზანია მონაწილეობა პროცესში, რომელიც ასოცირებას და ევროინტეგრაციას უკავშირდება.

„ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ვიზიტი. მოგეხსენებათ, ვიზიტის მიზანი გახლავთ იმ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც ასოცირებას და ევროინტეგრაციას უკავშირდება. ეს ხელისუფლების განსაკუთრებული პრიორიტეტია პირველივე დღიდან. ირაკლი ღარიბაშვილს ხვდა პატივი, რომ მას დაეწყო ამ რეფორმებზე მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი წილი ამ ვალდებულებების შესრულებისა სწორედ მის პირად ინიციატივებთანაც არის დაკავშირებული. საკითხების განხილვაში მისი პირადი ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ამას რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ვაფასებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უშუალოდ პრემიერ-მინისტრი არის წაბრძანებული ვიზიტით და შესაბამისად, ის თავად იქნება ჩართული. რასაკვირველია, ძალიან კარგი ჟესტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის სკეპტიციზმი მისთვის გაუგებარია.

„რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკულ ვარაუდებს და განწყობების ჩამოყალიბებას, არ ვიცი, ეს პირველად არ ხდება. ვფიქრობ, განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ, აბსოლუტურად არანაირი დასაბუთება და ლოგიკა არ აქვს. ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ევროინტეგრაცია. ასოცირების საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად, უბრალოდ, რა შეიძლება, იყოს ასეთ ფონზე საკრიტიკო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და ჩემთვის გაუგებარია. მგონი, თავად ოპოზიციისთვისაც გაუგებარია და ამიტომ შემოიფარგლებიან აბსოლუტურად უაზრო, დაუსაბუთებელი, არაგონივრული სკეპტიციზმით“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა