ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

შარლ მიშელი - პრაღის სამიტზე გვაქვს საშუალება, მივმართოთ ყურადღება, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობის გაუმჯობესება, რათა გვქონდეს მეტი შესაძლებლობა, უსაფრთხოება და მშვიდობა

ნახვები: 449 შარლ მიშელი - პრაღის სამიტზე გვაქვს საშუალება, მივმართოთ ყურადღება, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობის გაუმჯობესება, რათა გვქონდეს მეტი შესაძლებლობა, უსაფრთხოება და მშვიდობა

ფაქტი, რომ 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია პრაღის სამიტზე, გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, არის პირველი პოზიტიური სიგნალი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ეს პირველი შეხვედრა იქნება და მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ერთ კონტინენტს და ჩვენ წინაშეა მსგავსი გამოწვევები. ჩვენ გვაქვს საშუალება, მივმართოთ ყურადღება, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, რათა გვქონდეს მეტი შესაძლებლობა, მეტი უსაფრთხოება და მეტი მშვიდობა. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო გამოწვევები მიგრაციისა და მობილობის თვალსაზრისით. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ფაქტი, რომ 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია, გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, არის პირველი პოზიტიური სიგნალი. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ საკითხების შინაარსზე, რომელთა გადაწყვეტა ერთად უნდა მოხდეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა