გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ანდრია ჯაღმაიძე:პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის მორიგი ფანტაზია - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი

ნახვები: 915 ანდრია ჯაღმაიძე:პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია არის მორიგი ფანტაზია - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მორიგ ფანტაზიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მღვდელმთავრებს პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობები აქვთ და მათი პოზიციაა, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება.

„ვნახე, ტყუილებით სავსე სიუჟეტი იყო. შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - აღნიშნავს ანდრია ჯაღმაიძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა