გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი ხმალაძე:რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როდესაც ისინი მერის გადადგომას ითხოვენ - სირცხვილია

ნახვები: 887 ირაკლი ხმალაძე:რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როდესაც ისინი მერის გადადგომას ითხოვენ - სირცხვილია

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის შეფასებით, მიუღებელი და სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდა, რადგან სხდომა ფაქტობრივად, არ ჩატარებულა.

„მთავრობის სხდომა ფაქტობრივად არ ჩატარებულა, არცერთი საკითხი არ განხილულა, ეს იყო მერის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ოპოზიციაც ვერაფერს დაესწრებოდა. რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როდესაც ისინი მერის გადადგომას ითხოვენ. ჩემთვის მიუღებელია და უკვე სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები ასეთი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ამ პრაქტიკას სამწუხაროდ, უკანასკნელი წლები ძალიან ხშირად ვხვდებით. ეს არის ჩემთვის ამაზრზენი და ამის თაობაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა“,-განაცხადა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი არ შეცვლილა, თუმცა, მერის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომაზე არცერთი საკითხი არ განხილულა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობა იყო. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლება დაცვის სამსახურმა არ მისცა.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" დეპუტატები ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ, თუ რის საფუძველზე არ აძლევდნენ მათ მერიის შენობაში შესვლის უფლებას. მათივე თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა უკანონო დავალება შეასრულეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა