ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მიხეილ სარჯველაძე:რეზულტატი, რომელიც დგება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფიასკო

ნახვები: 449 მიხეილ სარჯველაძე:რეზულტატი, რომელიც დგება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფიასკო

დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ - რეზულტატი, რომელიც დგება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფიასკო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ შიდა არჩევნებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკამ კრახი განიცადა.

„მარტივად დგას საკითხი, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნას შეძლებდნენ, საუბრობდნენ ცხელ შემოდგომაზე, საბოტაჟზე და ეს დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ. ეს არის რეალურად მოცემულობა, რაც გვაქვს. იმდენად მწვავედ განიცდიან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის კრახს და მარცხს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით. ეს რეზულტატი, რაც დგება „ნაციონალური მოძრაობის“ ცხოვრებაში, კანონზომიერია, აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს არის მარცხი, ფიასკო იმ პარტიის, რომელიც ბევრი მანკიერი პროცესის შემოქმედია,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა