ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

სუს-მა ღარიბაშვილის გარემოცვის შესწავლა დაიწყო

ნახვები: 425 სუს-მა ღარიბაშვილის გარემოცვის შესწავლა დაიწყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მალე, შესაძლოა, მართვის სადავეები გარეშე დარჩეს და დაკავებული პოსტი დაატოვებინონ. ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში დიდი საკადრო გადანაცვლება იგეგმება და მთავარი სამიზნე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილია.

კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილი წინასაარჩევნოდ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს და მოქმედ პრემიერ-მინისტრს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე კახა კუჭავა ჩაანაცვლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბშვილის შესაძლო თანამდებობიდან გადაყენება 5-6 ივლისის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც მან განცხადება გააკთა და ფაქტიურად მწვანე შუქი აუნთო მოძალადე-რადიკალების დაჯგუფებებს, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელეს. გარდა ამისა, ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშაც. ასევე, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა, მკვეთრად უარყოფითი ასახვა ჰპოვა, საქართველოს რეპუტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

,,მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ღარიბაშილის გარემოცვის საქმიანობის შესწავლა უკვე დაიწყო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა