გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გია გაჩეჩილაძის სიძე - გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს „ხელით შეეხო“

ნახვები: 834 გია გაჩეჩილაძის სიძე - გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს „ხელით შეეხო“

„დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა", - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიგიშა შარაშიძემ ჟურნალისტს განუცხადა.  

 გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, „შეეხო თუ არა მერაბიშვილს ხელით“, შარაშიძემ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის და თუ საჭირო გახდა, დეტალების შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კითხვებს უპასუხებს.

"დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილი პირველივე წამებიდან გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ არ ვიმალები, არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს სამართალდამცველ ორგანოებს გავცემ,“ - განაცხადა გიგიშა შარაშიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო დაპირისპირება, გიგიშა შარაშიძე ასე პასუხობს: „არა მგონია, მაგრამ თუ ცოტა მაინც, იოტისოდენა ვაჟკაცობა შერჩენია, მან თვითონ თქვას სჯობს“.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა