გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

დათო გორგილაძე:ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად შინ იწვევთ ქრისტეს

ნახვები: 909 დათო გორგილაძე:ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად შინ იწვევთ ქრისტეს
"გისურვებთ, რომ შვილებმა
ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი დათო გორგილაძე წერს. 
 
 
"ლიზა ქისტაურს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი გამბედაობა და ბრძოლის უნარი ყოველთვის მხიბლავდა.
განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა მისი უნარი, რომლის დახმარებითაც რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე მოსიარულე არ კარგავდა ხალისსა და სილაღეს საკუთარი თავისა და სხვების გასამხნევებლად.
მისი გარდაცვალების შესახებ მიმობნეული ცნობების ქვეშ ვხედავ ახარხარებულ ადამიანებს.
ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ქუჩაში, შენობების დერეფნებსა და კაფეებში გვხვდებიან.
შვილებსაც ზრდიან (ან უკვე გამოზარდეს).
მათი დიდი ნაწილი დღეს შობის აღსანიშნავად ფანჯრებთან სანთლებს აანთებს იმის იმედით, რომ ქრისტე მათკენაც გაიხედავს.
ლინკოლნმა თქვა ერთხელ: მლიქვნელი არის ადამიანი, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს სთხოვს შეწყალებას იმ მოტივით, რომ ის ობოლიაო.
მე კი მგონია, რომ მთავარი მლიქვნელები თქვენ ხართ - ისინი, ვისაც ღიმილს კი არა, ხარხარს გფენთ სახეზე უდანაშაულო, კეთილი და ლაღი ადამიანის სიკვდილი და ამავდროულად შინ იწვევთ ქრისტეს.
გისურვებთ, რომ შვილებმა
ერთხელაც პასუხი მოგთხოვონ ამ მლიქვნელობის გამო და როცა სათქმელი არა გექნებათ რა, სახეში შემოგაფურთხონ.
მიცვალებულმა დაე მშვიდად განისვენოს",-წერს გორგილაძე
 
შეგახსენებთ, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა

ბელგიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს მოქალაქის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მიიღო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

„ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა”,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა