ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

სალომე ზურაბიშვილი ბროვარში მომხდარზე - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის - საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

ნახვები: 450 სალომე ზურაბიშვილი ბროვარში მომხდარზე - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის - საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.

საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა