ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის წონა დღეს 68 კილოგრამია - ე.ი. კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო

ნახვები: 447 გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის წონა დღეს 68 კილოგრამია - ე.ი. კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო

მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხელ სააკაშვილი დღეს აწონეს და მისი წონა „68 კილოგრამი და რამდენიმე გრამია“. როგორც გიული ალასანია აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო.

„წონა, რომელიც 120 კილოგრამი ჰქონდა, დღეს დილით აწონეს და 68 კილოგრამი და რაღაც გრამია. ესეიგი დაიწყო კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი, რასაც ექიმები გულისხმობდნენ. ექსპერტებმა თქვეს, რომ დადგება ეტაპი, როცა ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყება. უკვე კახექსიის სწრაფი პროცესი დაიწყო. შეუქცევადი პროცესები დაიწყო, ორგანიზმი მთლიანად ჩამოიშალა. ეს თუ არის საშუალო სიმძიმის ავადმყოფი, მაშინ მე არ ვიცი მძიმე ავადმყოფი რა არის?!

რეანიმაციაზე საუბარი არ არის, თუმცა მიერთებულია ადამიანი მთელი ღამე რაღაცაზე და ექთანი მთელი ღამე გვერდით უზის. დიახ, ასე გავიგე, რომ მთელი ღამე პალატაში ექთანი იყო. სინამდვილეში იციან, რომ ეს ძალიან მძიმე ავადმყოფია, მშვენივრად იციან, ამაშია საქმე, მაგრამ არ შეიძლება ამის ხმამაღლა თქმა, რომ მძიმე ავადმყოფია, არ შეიძლება და არ უნდა ითქვას. ადამიანი საშინელ მდგომარეობაშია, უარესი არ შეიძლება. ეს ტყუილები იმიტომ ხდება, რომ არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანია მოწამლულია, ეს არის პრობლემა. დანარჩენი პრობლემა მომდინარეობს საწამლავიდან”,- აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის დედა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, არიან თუ არა ექიმები ზეწოლის ქვეშ.

„თქვენი აზრით ექიმები ზეწოლის ქვეშ არ არიან? ექიმებზე ზეწოლას ვინ ახდენს? ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. უშუალოდ ამათთან ვის აქვს კავშირი მე არ ვიცი, მე ზოგადად ვამბობ. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მედიკოსები ზეწოლის ქვეშ არიან. მე რასაც ვხედავ იმას ვამბობ. უკაცრავად, მეც ამ ტყუილებში ხომ ვეღარ მივიღებ მონაწილეობას?! ფაქტობრივად, მთელი ვერტიკალი ტყუის, სადაც არ უნდა გაიხედო ყველა ტყუილზეა გადასული. ადამიანი ისჯება 2008 წლის გამო და იმის გამო, რომ წარმატებული სახელმწიფო შექმნა. აი, ამის გამო, სახელმწიფო რომ გააცნო მსოფლიოს, ამ მდგომარეობაში ამის გამოა", - განაცხადა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა