გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ტრაგედია ავტობანზე - ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა -„საზღვარგარეთ იმუშავა და იმ ფულით იყიდა ეს მანქანა"

ნახვები: 824 ტრაგედია ავტობანზე - ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა -„საზღვარგარეთ იმუშავა და იმ ფულით იყიდა ეს მანქანა"

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის თენგო ლუკაშვილია. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან იყო.

„ტვ მონიტორინგს" სოფელში უყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.

,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, წლები მუშაობდა საზღვარგარეთ, რომ საკუთარი მომავალი ჰქონოდა, სწორედ იქ ნამუშევარი ფულით იყიდა ეს მანქანაც და ზუსტად ერთ წამში დაასრულა სიცოცხლე. დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ყველა ვტირით" - ამბობს ,,ტვ მონიტორინგთან" საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი

ცნობისთვის, მძიმე ტრაგედია სოფელ რუისთან დღეს შუადღით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

 

რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

 

პრაი თაიმი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა