სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება

მარიამ ჯიშკარიანი - ზურაბ ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, კრახით დასრულდება

ნახვები: 454 მარიამ ჯიშკარიანი - ზურაბ ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, კრახით დასრულდება

ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, კრახით დასრულდება, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს და „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება.

„კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ჩხაიძის დღევანდელი განცხადება არის თავდასხმა ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ ცენტრმა „ემპათიამ“ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ეტიოლოგიური ფაქტორების: „გემრიელი საკვების არმიტანა“, „თვითდაზიანების რეჟიმში – დიეტური კვება“, „ათთვიანი ფსიქოგენური სიცხე“ და „კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის გარეშე“, „ინტოკსიკაციის გამორიცხვის შესახებ“, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ. ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ, ცენტრ „ემპათიის“ დისკრედიტაციას. ჩხაიძის განცხადებები არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი-პაციენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი „ემპათია“, მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა, კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა „ვივამედს“, ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: „არ ავნო“, – წერს მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუქზე“.

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პაციენტი სააკაშვილი კვებასთან დაკავშირებით „ემპათიის“ რეკომენდაციებს ითვალისწინებს. „მივმართავ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, ნუ გვიშლიან ხელს, ფაქტია, რომ სააკაშვილი ასრულებს მათ რეკომენდაციებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა