მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის

ნახვები: 223 მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და იმ მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამოტანაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განაცხადა.

ევროკომისარმა განმარტება პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ბრეიზა დაინტერესდა, რა აფერხებს აღნიშნული პირების სანქცირებას და რა ნაბიჯები იდგმება დაბრკოლებების გადასალახად.

„ევროკომისიას არ შეუძლია სანქციების დაწესება, ეს ჩვენი წევრი სახელმწიფოების, იგივე ევროპული საბჭოს, ხელშია. გეთანხმებით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამაზე და გვიცდია. უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის, რომ სანქციები შემოვიღოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ახსენეთ, და ძალიან ბევრი სხვას წინააღმდეგ“, – განაცხადა კოსმა.

ამასთან, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკუსვლის მიუხედავად, ქვეყანა კვლავ რჩება ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილად. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ცდილობს, თუმცა გაგზავნილ მოწვევებზე დადებითი პასუხი არ მიუღია.

„ჩვენ საქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ. აქამდე დადებითად არ უპასუხიათ“, – აღნიშნა მან.

კოსის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან პროგრესს, უპირველეს ყოვლისა, იმ მიმართულებებით ელოდება, რომლებშიც მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე მეტად ზარალდებიან.

„ერთი მცირე ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ვითხოვთ, ძალიან დაგვეხმარებოდა ამ მხრივ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა