ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია

ნახვები: 241 მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია

საქართველოში ვითარება მკვეთრად უარესდება – დემოკრატია უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად სუსტდება, ფუნდამენტური უფლებები იზღუდება, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

„საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

კოსის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის შესაძლებლობა კვლავ არსებობს, თუმცა ამისთვის ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს და დემოკრატიული პრინციპების დაცვას დაუბრუნდეს.

„ევროპის გზა რჩება გახსნილი, თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების“, – განაცხადა მან.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი უცვლელია.

„ჩვენი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების უცვლელია“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა