ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

„ლელო“ - მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად არ უნდა განიხილებოდეს იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს

ნახვები: 608 „ლელო“ - მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად არ უნდა განიხილებოდეს იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს

„ლელო“ პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად არ განიხილებოდეს საქართველოს მოქალაქის იმ ქვეყნის სამხედრო სამსახურში შესვლა, რომელიც თავდაცვით ომს აწარმოებს საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

კანონპროექტით შემოფარგლულია დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საქართველოს მოქალაქის გაწევრიანება და სხვა ქვეყნის სამხედრო უწყებაში სამსახური მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არ გახდება.

დროის ეს მონაკვეთი განისაზღვრება მოცემულ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მთელი პერიოდით და მისი დასრულების შემდეგ ერთი წლის ვადით. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კვლავ დარჩება სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, ეს გარემოება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდება.

„ლელოს“ წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინას მოხალისე მებრძოლები მსოფლიოს მრავალი ქვენიდან, მათ შორის საქართველოდანაც ეხმარებიან და ქართველი მოხალისეები ინტეგრირებული არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

„ქართველ მოხალისეთა ბრძოლა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება. შესაბამისად, აღნიშნული მებრძოლები ქართული სახელმწიფოსაგან პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ. ამის საწინააღმდეგოდ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მოხალისეები საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან. ისინი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე აპელირებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შევა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის აღნიშნული ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად არასწორია, რადგან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოთა ვალდებულად ევროკავშირში და ნატო-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას განსაზღვრავს.

ორგანული კანონის მოცემული ნორმის „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ წარმოდგენილი ინტერპრეტაციით კი, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგანან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირების ინტერესის შესაბამისად მოქმედებენ. უფრო მეტიც – საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურებიან ამ სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა