ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ვლადიმერ ჩაჩიბაია - ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილს ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია

ნახვები: 404 ვლადიმერ ჩაჩიბაია - ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილს ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია

გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის შეურაცხმყოფელი თითოეული ჯარისკაცისთვის და არა მხოლოდ ჯარისკაცისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

საუბარია გიორგი მარგველაშვილის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი აღნიშნავს: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.

ჩაჩიბაიას თქმით, „როცა სახელმწიფოსა და ჯარს ადანაშაულებ პოტენციურ ღალატში, ეს წარმოუდგენელი რამეა“.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავდა უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე ასეთი წარმოდგენა აქვს. იმ ადამიანებზე, რომლებიც მხედრული სალმით ეგებებოდნენ. მისი განცხადება არის შეურაცხმყოფელი თითოეული ჯარისკაცისთვის და არა მხოლოდ ჯარისკაცისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. როცა სახელმწიფოსა და ჯარს ადანაშაულებ პოტენციურ ღალატში, ეს წარმოუდგენელი რამეა. როცა უმაღლესი მთავარსარდალი იყო, როგორც ყოფილ პრეზიდენტს არ ეკადრება ასეთი განცხადებების გაკეთება. დილიდან, თავდაცვის ძალებიდან სატელეფონო ზარებს ვიღებ, მთელი სამხედრო საზოგადოება აღშფოთებულია. ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავდა ასეთი უმაღლესი მთავარსარდალი. მას ჩვენს სამხედროებზე წარმოდგენა არ ჰქონია. ჩვენი ჯარი არის ყველაზე ღირსეული, ვაჟკაცი და თავდადებული. ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლობდნენ და ყოველთვის იბრძოლებენ, როცა ამის აუცილებლობა იქნება. ამ ადამიანებმა გაიღეს სისხლი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლებს ჯარისკაცები ეწირებოდნენ, დღეს კი, მარგველაშვილი გამოდის და ამბობს, ჯარისკაცი, ვინც სამშობლოს იცავდა ამ აგრესიული ძალისგან, მათ ეუბნება – პოტენციური მოღალატე არიან და ხვალ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით რუსეთს დაუდგები გვერდში და იმ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლებ, რომელსაც საქართველო ყველა პლატფორმაზე მხარს აქტიურად უჭერს. ეს არის სამარცხვინო განცხადება“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა