ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა დაასრულა სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა

ნახვები: 453 ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთმა დაასრულა სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა

სომხეთმა დაასრულა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების პროექტის მორიგ ეტაპზე მუშაობა და თავისი წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს გადასცა, – ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ წინადადებებზე, მხედველობაში უნდა გვქონდეს სრულფასოვანი დოკუმენტის პროექტი ჩვენი წინადადებებით. დოკუმენტი გადაეცა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებსაც. ჩვენ პროექტზე ვმუშაობთ შემდეგი პროექტიდან გამომდინარე – უნდა მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყოს მისი ხელმოწერა. გასაგებია, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს მისაღები აზერბაიჯანისთვისაც. ვიმედოვნებთ, მოლაპარაკებების სამი ეტაპის შედეგებით მიღწეული პროგრესის განვითარება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ხედვა არის შემდეგი: დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, შეკავებებისა და ბალანსის ისეთ სისტემას, რომელიც გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის ნებისმიერ სცენარს გამორიცხავს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერა უნდა ნიშნავდეს არა ომის დაწყებას, არამედ გრძელვადიან მშვიდობას.

როგორც პრემირმა განაცხადა, ახალი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს გრძელვადიანია და სტაბილური მშვიდობის გარანტი.

„ვადასტურებ პირად ჩემ და მთავრობის მზადყოფნას, ხელი მოვაწერო სწორედ ასეთ შეთანხმებას. მზად ვარ, ავიღო ასეთი პასუხსიმგებლობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა