ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, თუ საუბარია, რომ „ხალხის ძალის“ პროექტი ამერიკულს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს

ნახვები: 448 ირაკლი კობახიძე - შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, თუ საუბარია, რომ „ხალხის ძალის“ პროექტი ამერიკულს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მოძრაობა „ხალხის“ ძალის კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონპროექტია.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ამერიკული ვარიანტი.

„ანალოგი ნამდვილად არ არის იქედან გამომდინარე, რომ ბევრად უფრო დარბილებულია – ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია, ჩვენ დავარბილეთ. საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ამით დაინტერესდა. მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ, ეს ინტერესი არ მაქვს. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ჩანს, რომ კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა