ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ირაკლი კობახიძე - უკვე მესამე შემთხვევაა, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება

ნახვები: 445 ირაკლი კობახიძე - უკვე მესამე შემთხვევაა, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აბსურდულ ჩანაწერებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

„ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. წარმოუდგენელია უბრალოდ, რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი. უკვე მესამე შემთხვევაა და ეს მესამე კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე მისი წინა ორი ვარიანტი. აქედან გამომდინარე, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერ ექნება ვერავითარი ფასი, მითუმეტეს, რომ არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია არ გაუზიარებია არც ევროპულ კომისიას, არც ევროპულ საბჭოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევროპარლამენტართა მხრიდან ხდება თავდასხმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, რასაც სათანადო პასუხი სჭირდება.

„როცა ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა. ეს არის მხოლოდ პასუხი. რა თქმა უნდა, თავდასხმაა, მითუმეტეს, როცა სიცრუეზეა აგებული ასეთი ჩანაწერები, ეს არის ცალსახად თავდასხმა ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. როცა ვიღაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ესხმის თავს, ამას სჭირდება სათანადო პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ინტერესები ვერ იქნება დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მისი პატიმრობა იმოქმედებს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე, – კობახიძის თქმით, არ შეიძლება, სამართლის უზენაესობამ უარყოფითად იმოქმედოს ევროინტეგრაციაზე.

„უბრალოდ არ შეიძლება, საქართველო არის და უნდა დარჩეს სამართლებრივ სახელმწიფოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი არ არის, არამედ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ამის გამო იხდის სასჯელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა