ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვართ, განვიხილოთ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, რაც იქნება პოზიტიური არა მხოლოდ რეგიონული ვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც

ნახვები: 424 ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვართ, განვიხილოთ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, რაც იქნება პოზიტიური არა მხოლოდ რეგიონული ვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც

მიწისძვრა ვიდრე მოხდებოდა, სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით ჩვენ გვქონდა თურქეთთან პოლიტიკური დიალოგი, მზად ვართ, განვიხილოთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რაც იქნება ძალიან პოზიტიური არა მხოლოდ რეგიონული ვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

დისკუსიის სპიკერმა, კრისტოფ ჰეუსგენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით: „სომხეთსა და თურქეთს ბევრი წელია, რაც ურთიერთობები ასეთ მდგომარეობაში აქვთ. ახლა რა სტატუსი აქვს თქვენს ურთიერთობებს, იმ კატასტროფის ფონზე, რაც თურქეთსა და სირიაში მოხდა. თქვენს ურთიერთობებში რაიმე შეიცვალა?“ რაზეც ფაშინიანმა განაცხადა:

„გადაწყვეტილება, რომ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება და მაშველები გაგვეგზავნა, დაფუძნებილი იყო მხოლოდ ჰუმანიტარულ მოტივზე, რადგან ამ ტრაგედიის ქვეშ მილიონობით ადამიანი მოექცა. ამან პოლიტიკური შედეგებიც მოიტანა, გაუმჯობესდა ურთიერთობები, მაგრამ ჩვენი თავდაპირველი მოტივაცია იყო მხოლოდ ჰუმანიტარული. როგორც განვაცხადეთ, მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ ქვეყანას, რაც შეგვიძლია, იმის ფარგლებში. რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, ვიდრე მიწისძვრა მოხდებოდა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დიალოგი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით. მიმაჩნია, რომ რეალურად, ეს დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იცით, რას ვგულისხმობ?! ატმოსფეროს შექმნისთვის, ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მიმაჩნია, რომ ამ ჰუმანიტარული საუბრით შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ, განვიხილოთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება თურქეთთან და ჩვენი საზღვრების გახსნა, რაც იქნება ძალიან პოზიტიური არა მხოლოდ ჩვენი რეგიონული ვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო დონეზეც“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა