ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მაია სანდუ - პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ

ნახვები: 440 მაია სანდუ - პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ

პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი, რომ მოლდოველებს თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩენა, უსაფრთხოდ ცხოვრება და ევროკავშირში შესვლის ოცნების ასრულება სურთ , - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირად “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

“აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მოწვევით ვარშავაში საჯარო ღონისძიებას ვეწვიე, სადაც იგი ისტორიული სიტყვით გამოვიდა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის წლისთავს ეძღვნება. მისი გამოსვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან მოლდოვის რესპუბლიკისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და ქვეყანაში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის მხარდამჭერი ღონისძიებები განვიხილეთ”, - წერს სანდუ.

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, საზღვრებთან მიმდინარე ომის პირობებში, ეკონომიკური სიმყარისთვის ქვეყანა აშშ-ის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას საჭიროებს.

“მადლობელი ვართ ამერიკელი ერის აშშ-ის მთავრობის მიერ წინა წელს ენერგეტიკული კრიზისის დაძლევისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის… აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის იმედს ვიტოვებთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის დივერსიფიცირების ძალისხმევებში”, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი.

სანდუმ ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი მოლდოვაში მიიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა