ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ნაპოლიმ ემპოლი 2:0 დაამარცხა

ნახვები: 618 ნაპოლიმ ემპოლი 2:0 დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში წინსვლას აგრძელებენ – ნეაპოლელებმა ქართველის შესანიშნავი თამაშით გასვლაზე „ემპოლი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად ლიდერობენ.

სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც გასვლაზე გამართეს, ნეაპოლელები მე-17 წუთზე დაწინაურდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ, პიოტრ ზელინსკიმ კარში დაარტყა, ბურთი „ემპოლის“ მცველს, ადრიან ისმაილს მოხვდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ამის გამო ქართველს საგოლე გადაცემა არ ჩაეწერა.

ხვიჩას სტატისტიკაში არც 28-ე წუთზე გატანილ გოლში მონაწილეობა დაუფიქსირდა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობა კვარაცხელიას აქტიურობის შედეგად გაზარდეს – ხვიჩას დარტყმა მასპინძელთა მეკარემ, გილერმო ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ვიკტორ ოსიმენმა სეზონში მე-19 გოლი გაიტანა.

67-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან მარიო რუი გააძევა და „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა, ამის გამო ნეაპოლელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაცვის გასაძლიერებლად კვარაცხელია მცველით, მატიას ოლივერათი ჩაანაცვლა.

„ნაპოლიმ“ უპირატესობა შეინარჩუნა (2:0), 24 ტურის შემდეგ 65 ქულა დააგროვა და 18 ქულამდე გაზარდა სხვაობა კონკურენტ მილანის „ინტერთან“, რომელიც ტურის მატჩს 26 თებერვალს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა