ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა

ნახვები: 437 ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა

დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ. Gdp, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, წელს იქნება 25 მლრდ დოლარი, შესაბამისად 80 მლრდ ლარამდე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8 000 დოლარს მიაღწევს მშპ და ლარი არის სტაბილური 2.6-2.65 ფარგლებში, დოლართან მიმართებაში. ამასთან, უმუშევრობა გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, სიღარიბე გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე და რაც მთავარია, ამ ორი წლის ეკონომიკურმა ზრდამ მისცა საშუალება ბატონ კობას და მის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ასევე ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს არის მოკლე შეჯამება მთავრობის და ეროვნული ბანკის მეტად კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კობა გვენეტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრემიერმა კობა გვენეტაძეს წარმატებები უსურვა.

„ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არა ერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა