ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება

ნახვები: 350 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, პირველ რიგში კი, უკრაინელი ხალხისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, ეს ასევე იქნება მკაფიო სიგნალი ქვეყნებისთვის, რომ პეკინის განცხადება, თითქოს არც ერთ მხარეს არ იკავებს ამ ომში, ტყუილია.

მისივე განცხადებით, ჩინეთს მოუწევს, გასცეს კითხვას პასუხი, რატომ აწვდის ლეტალურ იარაღს რუსეთს. ამასთან, კითხვები უკვე არსებობს რუსეთისთვის გაწეული სხვა ტიპის დახმარებებთან დაკავშირებით. მათ შორის ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური, თუ მოსკოვის რიტორიკის მხარდაჭერის მიმართ.

„ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ქვეყანამ, რომელიც თავის ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს ამ სასტიკ, აგრესიულ ომში“, – განაცხადა პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა