ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

სახ.დეპი: 5 ივლისის საქმეზე არც ერთი ჯგუფის ლიდერი, ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში

ნახვები: 500 სახ.დეპი: 5 ივლისის საქმეზე არც ერთი ჯგუფის ლიდერი, ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე არის საუბარი. 

ანგარიშში წერია, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში. 
 
"ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე დაარბიეს ოპოზიციის საპროტესტო ადგილი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს."- წერია ანგარიშში. 
 
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ 5 ივლისის მოვლენები პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ განვითარდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა "დაგეგმილ ღონისძიებას "მიუღებელი" უწოდა."
 
"ეს მოვლენები პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ განვითარდა, როდესაც მან დაგეგმილ Tbilisi Pride-ის ღონისძიებას "მიუღებელი" უწოდა. მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ვერ შეძლო საჭირო ზომების მიღება. 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლების მიუხედავად, არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ იქნა მიცემული პასუხისმგებლობაში მიცემული."- წერია ანგარიშში. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა