ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს
რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?

ანა ნაცვლიშვილი - საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი - ვემზადებით ხანგრძლივი, პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის მეორედ გასაბჭოების წინააღმდეგ

ნახვები: 501 ანა ნაცვლიშვილი - საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი - ვემზადებით ხანგრძლივი, პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის მეორედ გასაბჭოების წინააღმდეგ

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონროექტთან დაკავშირებით პროტესტი უნდა გაფართოვდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ოპოზიციურ პარტიებს ამ საკითხზე საკოორდინაციო შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა რა იქნება ხვალინდელი გეგმა, ამას ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოება ხვალ შეიტყობს.

"ეს მულტიფუნქციური პროტესტი არ არის მხოლოდ ერთი დღის პროტესტი და წინააღმდეგობა, რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში უნდა გაიშალოს ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი და იყოს ყველგან, კომიტეტზეც, მედიაშიც, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდანაც, ქუჩაშიც, ყველგან, სადაც ადამიანები ვარსებობთ, პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს. ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია შეაჩეროს საქართველოს მეორედ გასაბჭოება. ამ პროცესში ყველას აქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შესატანი, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც. ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო შეხვედრა და კიდევ ბევრი გვექნება. ვემზადებით ხანგრძლივი, ძალიან პრინციპული და გარდამტეხი წინააღმდეგობისთვის საქართველოს მეორედ გასაბჭოების წინააღმდეგ, რისი მთავარი დროშაც არის ეს კანონი, მაგრამ მხოლოდ ეს კანონი არ არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსული ინტერესების გასატარებლად "ქართული ოცნება" იყენებს",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან არ დააკონკრეტა, თუ რა იქნება ხვალ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა.

"ხვალ რა იქნება, ვნახავთ ხვალ. ჩვენ გვაქვს დასახული ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ძალიან გასაგებად სათქმელი, რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა