გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, კვარაცხელიაში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს

ნახვები: 838 პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, კვარაცხელიაში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს

ფრანგული ვებგვერდი le10sport-com-ი ამტკიცებს, რომ პსჟ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა პარიზულ კლუბთან დაკავშირებით, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ბრწყინვალე თამაშით, პირველივე სეზონში უამრავი გუნდი დააინტერესა. ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდი ევროპული კლუბების სამიზნე.

ქართველი ვარსკვლავი პსჟ-ის ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, წარმოუდგენელი თანხა – 180 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსფერი „ნაპოლის“, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოგების საშუალებას მისცემს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, კვარაცხელია გუნდში დაახლოებით 10 მილიონ ევროდ გადავიდა.

ქართველის მიმართ ინტერესს სხვა მსხვილი ევროპული კლუბებიც იჩენენ. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს ფრანგული ვებგვერდი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა