გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ვახტანგ მეგრელიშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა

ნახვები: 859 ვახტანგ მეგრელიშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი რაღაც უნდა გაკეთდეს, რაც ოლიგარქიზაციას მომავალში მაინც აგვაცილებს.

„სისტემური მიდგომა რა არის, იცით? საკონსტიტუციო ცვლილებებით დაბალი საარჩევნო ბარიერი შემოვიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია შეიქმნას, რაც სისტემურად დაგვიცავს ოლიგარქიზაციისგან და თან დროში, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება იმის, რომ რომელიმე ერთ ადამიანს ან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ხელში სრულად ხელისუფლება ჩაუვარდეს. ჩვენ ასეთი სისტემური მიდგომის მომხრე ვართ – ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რაც ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკურ საქმიანობას არ აუკრძალავს. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა. უბრალოდ, ამის გაკეთება არ შეიძლება. ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაც ოლიგარქიზაციას მომავალში მაინც აგვაცილებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა