გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის თაობაზე კონტრაქტს მოაწერს ხელს

ნახვები: 843 მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის თაობაზე კონტრაქტს მოაწერს ხელს

„ლელოს“ ცნობით, 30-31 მარტს, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ტურინში ჩავა და იტალიურ გრანდთან „იუვენტუსთან“ წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის კონტრაქტს ხელს მოაწერს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს იქნება ოფიციალური შეთანხმება ორ მხარეს შორის, რომლითაც მსოფლიო საფეხბურთო გიგანტი საქართველოში ოპერირებას დაიწყებს.

„იუვენტუსის“ ბავშვთა აკადემიისთვის წალენჯიხაში უკვე მზადდება სტადიონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც მორგებულია ევროპულ სტანდარტებს და „იუვენტუსის“ მოთხოვნებს.

„იუვენტუსის“ აკადემიაში, იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის არიან მივლინებით საქართველოში, კერძოდ კი წალენჯიხაში, უკვე დაიწყო მოზარდების სელექცია/შერჩევის პროცესი.

სტადიონზე ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მინდინარეობს, მზადდება საშხაპეები, გუნდებისთვის გასახდელები, მსაჯების სივრცე და ყველა ის ატრიბუტიკა, რაც ამ მასშტაბის პროექტს უნდა აკმაყოფილებდეს.

„იუვენტუსის“ ბავშვთა აკადემია წალენჯიხაში, პირველი მსოფლიო დონის პროექტია, რომელიც რეგიონში განხოციელდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა