„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შესაძლებლობა იზღუდება
გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა

თეა წულუკიანი - სააკაშვილისთვის ნორვეგიული ჯილდო არის მისი სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა

ნახვები: 819 თეა წულუკიანი - სააკაშვილისთვის ნორვეგიული ჯილდო არის მისი სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა

სააკაშვილის დროს ქვეყანაში იყო სისხლიანი რეჟიმი და ნორვეგიული ჯილდო ამ რეჟიმის თითოეული მსხვერპლის შეურაცხყოფაა, შეურაცხყოფაა იმ გარდაცვლილების, რომლებიც რეჟიმის დანაშაულების შედეგად დაიღუპნენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნორვეგიაში სააკაშვილისთვის მინიჭებული ჯილდო სამარცხვინოა.

„ვფიქრობ, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი, 10 წელი ვიმსახურე საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სასამართლოებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი რეპუტაციის ინსტიტუტია და ძალიან კარგად მახსოვს, რა ტიპის საჩივრები შემოდიოდა მაშინ საპატიმროებიდან, საქართველოში გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით და, ვფიქრობ, იმ გამოცდილებიდან, რაც მაშინ მივიღე, სხვა არაფერი რომ არ ვთქვა, იუსტიციის მინისტრობის პერიოდზე, სადაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ჩემთვის ის საშინელებები, რასაც ჩადიოდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ქარდავა, სააკაშვილი – ამ დანაშაულებრივი რაზმის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი.

დღეს რასაც ვხედავთ, ნორვეგიულ ჯილდოს სააკაშვილისთვის, ეს არის ყველა იმ მსხვერპლის შეურაცხყოფა, რომელიც ჰყავდა სააკაშვილს თავისი სისხლიანი რეჟიმის დროს და ჩვენ არავის გავაქილიკებინებთ ამ ტერმინებს. დიახ, სააკაშვილის დროს ამ ქვეყანაში იყო სისხლიანი რეჟიმი და ნორვეგიული ჯილდო ამ სისხლიანი რეჟიმის თითოეული მსხვერპლის შეურაცხყოფაა, შეურაცხყოფაა იმ გარდაცვლილების, რომლებიც ამ რეჟიმის დანაშაულების შედეგად დაიღუპნენ.

ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ იმავე სასამართლოს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, სადაც დამტკიცდა ის, რასაც მუდამ ვამბობდით, რომ ახალგაზრდა ადამიანები სააკაშვილის რეჟიმმა ჩაცხრილა ქუჩაში ისე, რომ ამისთვის არავითარი, იოტისოდენა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აი, ასეთ კაცს, ერთმა კონკრეტულმა პარტიამ ევროპაში, ნორვეგიაში მიანიჭა ჯილდო და მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, მე ასე ვუყურებ ამ ჯილდოს, რომელიც სამარცხვინოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა