გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილი ბევრად მეტს იწონის, ვიდრე დღეს დასახელდა, წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია

ნახვები: 850 ზურაბ ჩხაიძე - სააკაშვილი ბევრად მეტს იწონის, ვიდრე დღეს დასახელდა, წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და სინამდვილეში პაციენტი ბევრად მეტს იწონის.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, არ იცის, რის საფუძველზე საუბრობენ, რომ დღეის მდგომარეობით სააკაშვილი 58 კილოს იწონის.

„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილოგრამი, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია, დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს. წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი 58 კილოგრამს იწონის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა