გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ზურაბ ჩხაიძე - რატომღაც ყველა ყურადღებას ამახვილებს კალორაჟის რაოდენობაზე, მთავარი პრობლემაა, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, მედიკამენტებზე, სამკურნალო პროცედურებზე

ნახვები: 860 ზურაბ ჩხაიძე - რატომღაც ყველა ყურადღებას ამახვილებს კალორაჟის რაოდენობაზე, მთავარი პრობლემაა, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, მედიკამენტებზე, სამკურნალო პროცედურებზე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ხშირად ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ კალორაჟის რაოდენობაზე, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ პაციენტი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე.

მისივე თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებასა და სამკურნალო პროცედურებზე.

„ჩვენთვის მთავარია კვება, თუმცა რატომღაც ყველა ყურადღებას ამახვილებთ კალორაჟის რაოდენობაზე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მესამედს არ იღებს იმისას, რაც აუცილებელია, თუმცა იღებს ბევრად ძნელად ასათვისებელ, გადამამუშავებელ, მომნელებელ საკვებს, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ. კლინიკაში ნებისმიერი პაციენტი იღებს დაავადების შესაბამის მკურნალობას. ძალიან იშვიათად, რომ ვინმე აცხადებდეს მკურნალობაზე უარს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. იმაზე, რაც გამართლებულია შესაბამისი ამერიკული თუ ევროპული გაიდლაინებით. მკურნალობის სქემაზე ინფორმაცია მიწოდებული აქვს. ამ სქემაზე აცხადებს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვას, გიწერიათ თუ არა სამედიცინო ისტორიაში, რომ სააკაშვილი კონკრეტულ მკურნალობაზე უარს ამბობს, ზურაბ ჩხაიძემ უპასუხა, რომ ყველაფერი სამედიცინო ბარათში ფიქსირდება.

„ძალიან პრიმიტიულ კითხვას მისვამთ. რა თქმა უნდა, ყველა მისი მოძრაობა, ყველა უარი, მათ შორის თანხმობა, ყველაფერი ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. უტარდებოდა ფიზიოთერაპიული პროცედურები, რასაც ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა – ტემპერატურის კლება, ფაქტობრივად, იმ დღეებში არც ჰქონდა ტემპერატურა, თუმცა ამის შემდეგ პაციენტმა ფაქტობრივად შეწყვიტა ამ პროცედურების გაგრძელება. ესაა, მთავარი პრობლემაა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძეს კითხვა დაუსვეს, მიიღო თუ არა კლინიკა „ვივამედმა“ პასუხი პენიტენციური სამსახურისგან სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

„განცხადებაში წერია, რომ ჩვენ იძულებული გავხდებით, მივმართოთ. მივმართავთო არ გვითქვამს. გვიწერია, რომ მაშინ იძულებული გავხდებით, მივმართოთ. დარწმუნებული ვარ, პაციენტი გაითვალისწინებს ჩვენს რჩევას, რეკომენდაციას და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა