გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გარდაიცვალა მსახიობი ზაზა მიქაშავიძე

ნახვები: 964 გარდაიცვალა მსახიობი ზაზა მიქაშავიძე

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ზაზა მიქაშავიძე. ინფორმაციას თუმანიშვილის თეატრი ავრცელებს.

„თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე. ზაზა მიქაშავიძე იყო მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე, მისი მუდმივი თანამოაზრე და ერთგული მეგობარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა მიქაშავიძე დაიბადა 1954 წლის 8 სექტემბერს.

გადაღებულია ფილმებში: „კარიერი“, „სახლი ლესნაიაზე“, „მარადისობის კანონი“, „ტერანგი“, „ახალი არკადია“, „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“, „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“, „ქველი (კეთილისმყოფელი)“, „ტურანდოტი“, „მარტოხელა მონადირე“, დათა თუთაშხია“, „ვალსი პეჩორაზე“, „ვირთხა“, „დათქმულ დღეს“, „ანას დაბადების დღე“.

დაარსების დღიდან მუშაობდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. აღადგინა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი „ჩვენი პატარა ქალაქი“ და თამაშობდა მთავარ როლს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა