აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter
Zelensky announces law establishing criminal liability for fraudulent call centers
აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის სანქციების აქტი“ მიიღო — კანონპროექტი ტრამპს გადაეგზავნა

კახა კალაძე - მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა

ნახვები: 890 კახა კალაძე - მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიას მთავრობის ადმინისტრაციამ შენობის წინ ლანდშაფტური სივრცის მოწყობის შესახებ წერილით მიმართა, რაზეც მისი უწყება თანხმობის გაცემას აპირებს.

როგორც კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციასთან სკვერი მოეწყობა.

„მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან დედაქალაქის მერიაში შემოსული იყო წერილი პირველი კლასის მშენებლობაზე. ეს არის ლანდშაფტური სივრცის მოწყობა. მომდევნო დღეების განმავლობაში ამას განვიხილავთ და შესაბამისი პასუხი იქნება დაბრუნებული. საუბარია სკვერის მოწყობაზე, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან თანხმობა გაიცემა და სამუშაოები დაიწყება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ადმინისტრაციის წინ დაწყებულ სამუშაოებს ხვალ დაგეგმილ აქციებს უკავშირებს, კალაძე ამბობს, რომ ეს მანიპულაციაა.

„ყოველთვის ხდება ხოლმე ამგვარი თემებით მანიპულაცია. მახსოვს, როდესაც პარლამენტის წინ არსებული სივრცის მოწესრიგება დაივიწყეთ, იგივე განცხადებები კეთდებოდა. საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს. კონკრეტული სივრცის მოწესრიგება-გალამაზება ხდება და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსები ცდილობენ, ეს რაღაცასთან დააკავშირონ. თურმე რიკოთის უღელტეხილი ჩაგვიკეტია იმიტომ, რომ ხალხი დასავლეთიდან აღმოსავლეთში აქციაზე არ წამოვიდეს. ყოველთვის იქნება ასეთი მანიპულაციები, სანამ ასეთი ოპოზიციური სპექტრი გვყავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა