გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს

ნახვები: 823 ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს

საფრანგეთი უკრაინას გადასცემს რაკეტებს, რომელთა მოქმედების მანძილი კიევს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი რუსეთს არ ეომება, მაგრამ ეხმარება უკრაინას აგრესიისგან თავის დაცვაში.

მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას ბევრი იარაღი, კერძოდ, „კეისრის“ სისტემის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.

„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუს აგრესორთან წინააღმდეგობის გაწევაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომელიც შეიძლება, მისწვდეს რუსეთის მიწას ან იმას, რომ თავს დაესხნენ რუსეთს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა