გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის განცხადებით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა

ნახვები: 831 დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის განცხადებით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა

თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტის, ლუკა შველიძის განცხადებით, მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა.

აღნიშნულის შემდეგ, კლინიკის ეზოში დაპირისპირებაც მოხდა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ეზოში მომხდარ დაპირისპირებაში თავად ლუკა შველიძე და მისი დედაც მონაწილეობენ. ისინი აღნიშნული მამაკაცის ვინაობის დასახელებას ითხოვდნენ.

„იარაღით რატომ მოხვედი, რა გინდა, მოკვლა გინდა ჩემი შვილის? ვისია ეს იარაღი?“ - მიმართა ლუკა შველიძის დედამ მონიკა პაპაშვილმა მამაკაცს, რომელიც პოლიციამ კლინიკის ტერიტორიიდან გაიყვანა.

IPN

ამასთან, მშობელი „ტვ.პირველთან“ ამბობს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა, რომელიც მის შვილთან ნასვამ მდგომარეობაში იარაღით მივიდა, ვინაობა მხოლოდ სამართალდამცველებთან დაასახელა.

„პატრულმა ვერ დაადგინა ეს ადამიანი ნასვამი იყო, თუ არა. თქვეს, ჩვენ ამის საშუალება ახლა არ გვაქვსო და ამ ადამიანისთვის იარაღიც არ ჩამოურთმევიათ. ორი ადამიანი იყო, მათგან ერთს ეცვა ნაცრისფერი, მეორეს კი შავი ზედა. არცერთმა მათგანმა სახელი და გვარი არ თქვა. პატრულს კარგად ჩასჩურჩულეს, თუ ვინ იყვნენ და რას წარმოადგენენ“, - განაცხადა ლუკა შველიძის მშობელმა, მონიკა პაპაშვილმა.

თავად ლუკა შველიძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული მამაკაცი, რომელიც მასთან პალატაში იარაღით შევიდა, პოლიციის თანამშრომლად გაეცნო.

როგორც შველიძემ განმარტა, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იყო, რომელიც მას დაკავებითაც დაემუქრა.

"ფიზიკურად მომიწია ჭიდაობა იმისთვის, რომ პოლიციის მოსვლამდე არ გაქცეულიყო. თან ჰქონდა იარაღი, მემუქრებოდა დაგაკავებო. თითს მამტვრევდა იმისთვის, რომ ხელი გამეშვა. ხელები გადამიტრიალა და მეჭიდავებოდა. პოლიცია, თუ ასე დადის... ასე რომელი თანამშრომელი დადის, მთვრალი, იარაღით და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული? თვითონ თქვა, თანამშრომელი ვარო“, - განაცხადა ლუკა შველიძემ.

ცნობისთვის, თსუ-ში, სადაც დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა