გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

"კოკა-კოლას" ყოფილი საწარმო ალყაშია, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული - შაქარაშვილის ძალადობრივი დღე მეორე

ნახვები: 825 "კოკა-კოლას" ყოფილი საწარმო ალყაშია, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული - შაქარაშვილის ძალადობრივი დღე მეორე

"კოკა-კოლას" ყოფილი საწარმო მოძალადეების ალყაშია. ვატო შაქარიშვილს და მის თანამოაზრეებს ფრანკლინის კლუბის ღონისძიების ჩაშლა უნდათ. რადიკალები არასამთავრობო ორგანიზაციას ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებად  აცხადებენ.  მთეl პერიმეტრზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან განლაგებული.პატრულის ეკიპაჟები ტერიტორიაზე ცოტახნის წინ მივიდნენ.

რადიკალები ამბობენ, რომ არ აუშვებენ იმ პროცესებს, რომელიც ახლა "კოკა-კოლას" ქარხანაში მიიმნიარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ ფრანკლინის კლუბის წევრები ახლა რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ.

"ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ ამ ქვეყანაში, საქართელოში, ფრანკლინის კლუბი არის მავნებლური ორგანიზაცია, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან , არის მიმართული იქითკენ, რომ რამენაირად ახალგაზრდები , ბავშვები, გამოიყენონ პროვოკაციისთვის, გამოიყენონ ამ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად. დავიცავთ ბავშვებს ლგბტ პროპაგანდისგანაც, რასაც „მაკდონალდსი“ აკეთებს და რაზეც ბოდიშის მოხდაც არ უნდა თემურ ჭყონიას და დავიცავთ ამ ქვეყანას არეულობისგან, - ამბობს ვატო შაქარიშვილი.

წუთი წუთზე სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ახალგაზრდები საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრებენ. მიწვეულ სტუმრებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. კლუბის იუბილეზე დაპატიჟებული იყო პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ პაპუაშვილი "კოკა-კოლას" ყოფილ საწარმოში არ მივიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა