გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია - გიორგი კირთაძე

ნახვები: 847 მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია - გიორგი კირთაძე

„ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია",-აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე.

კირთაძე, დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და სამაშველო სამსახურს დაუღალავი შრომისთვის მადლობა უხდის.

„ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს.

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია.

ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან", - წერს კირთაძე.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 20-მდე ადამიანი. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი.

შეგახსენებთ, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა