გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან - დეგნანი

ნახვები: 891 მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან - დეგნანი

"მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან," - ეს განცხადება ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა. ელჩი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას გამოეხმაურა.

დეგნანის თქმით, ჩინეთის „ერთი სარტყელის ინიციატივა" სხვა ქვეყნებისთვის მიუღებელია და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეუერთდება თუ არა ამ შეთანხმებას. 

"მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა, ხედავს რა, რომ ის არაა სარგებლის მომტანი, ზურგს აქცევს ჩინეთის „ერთი სარტყელის ინიციატივას“. ასე რომ, თუ საქართველოს გადაწყვეტს ამ ინიციატივაში ჩართვას, იმედი მაქვს, კარგი შედეგები იქნება. ისე ჩანს, რომ ეს იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი. საქართველოს ასარჩევია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები. აშშ დარჩება საქართველოს მხარდამჭერი, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, როცა აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგი ისტორია გვაქვს“, – განაცხადა დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა