გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

კელი დეგნანი - კრემლისგან შთაგონებულმა კანონმა, რომელიც უარყოფილი იყო მარტში, მიზანში ამოიღო არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სასარგებლოდ

ნახვები: 844 კელი დეგნანი - კრემლისგან შთაგონებულმა კანონმა, რომელიც უარყოფილი იყო მარტში, მიზანში ამოიღო არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სასარგებლოდ

ჩემი აზრით, ეს კითხვა გვაბრუნებს იმ განსხვავებასთან, რომელიც არსებობს კრემლისგან შთაგონებულ და ამერიკულ კანონს შორის, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა,  ჟურნალისტების კითხვას, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებიდან გამომდინარე, რა იყო ლობისტური საქმიანობის შედეგი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, კრემლისგან შთაგონებულმა კანონმა, რომელიც უარყოფილი იყო საქართველო მიერ მარტში, მიზანში ამოიღო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სასარგებლოდ.

მისივე თქმით, ამერიკული კანონი კი, ფოკუსურებულია იურიდიულ ფირმებსა და ლობისტებზე, რომლებიც დაქირავებულები არიან უცხოელების მიერ, რათა ამ ლობისტებმა მათ სასარგებლოდ იმუშაონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

„ჩემი აზრით, ჩვენ ვნახეთ რუსული სტილის კანონის შედეგი, რომელმაც გამოდევნა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც კარგ სამუშაოს ასრულებდნენ რუსეთში. ახლა მათ უმრავლესობას დახურვა ან გაქცევა მოუწიათ. სწორედ ამაზე იყო ფოკუსირებული ქართული კანონიც, რომელიც უარყვეს მარტში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული კანონმდებლობით უკვე ხელმისაწვდომია დიდი გამჭვირვალობა და რეგულაციებიც. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობენ დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, სრულიად ხელმისაწვდომია, ვინმეს თუ  ნამდვილად სურს ამის ნახვა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ეხება გამჭვირვალობას, ის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში“, – განაცხადა დეგნანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა