ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

„მოეშვან სპეკულაციებს“ - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

ნახვები: 448 „მოეშვან სპეკულაციებს“ - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

„მოეშვან სპეკულაციებს, მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპოტალიზაცია",-განაცხადა დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშილის ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ კლინიკაში.

„ვნახეთ,რომ ხელისუფლებამ შექმნა ექიმების ჯგუფი, კონსილიუმი. კონსილიუმი შეიკრიბა, იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. მრავალპროფილური კლინიკა შინაარსში მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT, კომპიუტერული ტექნოლოგია, მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არ აქვთ.

მოეშვან სპეკულაციებს, მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპოტალიზაცია, ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ", - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა შიმშილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა