გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა

ნახვები: 458 გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა.

პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს  პროკურატურის ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო. 

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა  არაბთა გაერთიანებული საამიროების პროკურატურის წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლებს და მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით  წარიმართოს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის ყველა სფეროში მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი და ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა