გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან - ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია

ნახვები: 500 დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან - ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია

ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.

„არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა, 15 წელი გავიდა. ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია და საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს არ უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის აღება, რისი მოწმეც ჩვენ 15 წლის წინ გავხდით", - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომას.

„მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩამოვედით კონფერენციისთვის, რომელიც ხვალ იწყება, აქ იმისთვის ვართ, რომ ვუზრუნველყოთ, რომ არასოდეს დავივიწყოთ რა მოხდა აქ და შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ტერიტორია, რომელიც ჩვენს უკანაა, საქართველოს ტერიტორიაა. გავაგრძელებთ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომას, რომლებიც, აგრძელებენ დემოკრატიულ, დასავლეთზე ორიენტირებულ გზას", - აღნიშნა კრამერმა.

მისი თქმით, რუსეთის აგრესია საქართველოში დაიწყო, შემდეგ გადავიდა უკრაინაში, მაგრამ საქართველო არასდროს დაუტოვებია.

„სანამ საქართველო აღადგენს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე", - აღნიშნა კრამერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა