გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები ახლებურად ჩამოყალიბდეს

ნახვები: 405 რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები ახლებურად ჩამოყალიბდეს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ ქონების გადასახადის დადგენის კრიტერიუმები და განაკვეთები ახლებურად ჩამოყალიბდეს. „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტი გულისხმობს, რომ ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირება გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით განისაზღვროს.

კერძოდ, ცვლილებებით, 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის იყოს საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტის; 150 000-დან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტის. 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის კი – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს ერთი პროცენტის.

„აქედან გამომდინარე, იცვლება მოქმედი რედაქციით არსებული 100 000 ლარამდე შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა არანაკლებ 0.05 პროცენტს და არა უმეტეს 0.2 პროცენტს. ასევე, იცვლება 100 ლარის ან მეტი შემოსავლის ზღვარი და საგადასახადო განაკვეთი, რომელიც იყო არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს ერთი პროცენტის. ცვლილების თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 60 000 ლარს. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი 40 000 ლარიანი ზღვარი იზრდება 60 000 ლარამდე”, – განმარტავს კანონპროექტში რომან გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა