გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით რადას მიმართა

ნახვები: 428 უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით რადას მიმართა

ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის რადას წარუდგინა. უკრაინულის მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი“, – დაწერა რეზნიკოვმა.

როგორც რეზნიკოვი აღნიშნავს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 50 პროცენტზე მეტი სრულმასშტაბიანი ომის 550 დღის განმავლობაში გათავისუფლდა.

რეზნიკოვის თქმით, თავდაცვის მინისტრის რანგში 22 თვის განმავლობაში დაასრულა ის ძირითადი ამოცანები, რომლებიც მას დაეკისრა. მიღწევებს შორის მინისტრმა დაასახელა პარტნიორებისგან იარაღის მიღება და ნატო-სთან დაახლოება, „რეფორმების განხორციელება შესყიდვების სფეროში“ და „ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემების“ დანერგვა.

მიმდინარე კვირაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, რეზნიკოვის ნაცვლად, რუსტემ უმეროვის დანიშვნა იგეგმება, რომელიც ახლა სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა