გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ჯოზეფ ბორელი - მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე, ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა

ნახვები: 370 ჯოზეფ ბორელი - მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე, ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა

მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამავდროულად, როგორც ბორელმა აღნიშნა, წუხს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში“, – განაცხადა ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა