გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ჯოზეფ ბორელი - არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს

ნახვები: 813 ჯოზეფ ბორელი - არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს

არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა, საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატო-ში. იმ ფაქტის წინაშე თუ დავდგებით, რომ უარს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გააჩენს მოსახლეობაში სკეპტიციზმს?“

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, მათ არავინ მიატოვებს.

„არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომაა, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და ამისთვის არის დროც, გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარებულია, რომ იზრდება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

„ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში. გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ამას კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით ვამტკიცებთ. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია, მუშაობს. ამ 15 წლის განმავლობაში, მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. პირადად მექნება შესაძლებლობა, ჩავიდე სასაზღვრო ზონაში და ადგილზე ვნახო ვითარება და ამ მისიის ოფისსაც ვეწვიო. ასევე, მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენს მხარეს ვართ, რომ თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში. ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამის შესახებ აპრილსა და მომდევნო თვეებში განვაცხადებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი.

„საქართველოს ყოველთვის შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ. ამისთვის ყველა საჭირო მხარდაჭერას მოგაწვდით“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა