გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ოპოზიციამ - ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს

ნახვები: 373 ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმა, ოპოზიციამ - ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს

მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ერთადერთი სწორი და ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას. მას გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არცერთი მთავრობა და არცერთი ქვეყანა არ არის იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილზე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ქვეყანაში ყველამ – მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც – ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა