გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

გურიაში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე

ნახვები: 395 გურიაში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ჩამოსული შვავისა და მდინარეების ადიდების გამო, მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძრაობა აკრძალულია შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითისა და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, გზის გაწმენდის სამუშაოები მდინარეებზე წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება.

„ამ დროისათვის, დაწყებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე ჩამოსული მიწის შვავისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზეც. გზის აღნიშნული მონაკვეთი უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ლესამ დააზიანა.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. უწყების წარმომადგენლები კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად არიან ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად, გზის გაწმენდის სამუშაოები წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. მოძრაობის აღდგენამდე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა