გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა არ დაადგინა

ნახვები: 432 პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ოქროპირიძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დარღვეულა საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, არ დარღვეულა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს თქმით, ასევე ვერ დადგინდა ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა.

„საქმე ეხება 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობას,  რა დროსაც გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლაშა მახარაძე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად გავრცელებული ინფორმაციისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გავლენის ქვეშ და მტკიცებულებათა გამოკვლევისას დარღვეული იყო პროცესუალური წესი.

სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ნაწილში არ გაიზიარა მომჩივანის პრეტენზიები და დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ყველა ზომა მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევას სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დროს პროცესუალური წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, განხილული იყო პროცესის ყველა წესის დაცვით.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადასტურებს, რომ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი სრულ შესაბამისობაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა